Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუს ბლოგერს, რომელსაც პრეზიდენტობა სურს, დამატებით 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ციხანოუსკის მხარდამჭერთა აქცია ჰომელში, 7 მაისი, 2020 წელი
ციხანოუსკის მხარდამჭერთა აქცია ჰომელში, 7 მაისი, 2020 წელი

საპატიმროში მყოფ ბელარუს ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, რომელიც აპირებს აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ქალაქ ჰომელის სასამართლომ დამატებით 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „არასანქცირებული მასობრივი თავყრილობის ორგანიზებისთვის“. სასამართლოს განაჩენიდან არაა ცხადი, კონკრეტულად რომელი თავყრილობის გამო მიუსაჯეს პატიმრობა ციხანოუსკის.

ციხანოუსკი მფლობელია პოპულარული არხისა იუტიუბზე, სადაც ის ბელორუსის ხელისუფლებას იწვევს.

ის 6 მაისს დააპატიმრეს და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს დეკემბერში არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის. ეს შეხვედრა ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ციხანუისკი და იუტიუბზე მისი არხის მიმდევრები აპირებდნენ მოეწყოთ „ანტიაღლუმი“ ბაბრუისკში, რაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, 9 მაისისთვის, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „გამარჯვების დღის“ სამხედრო აღლუმის მოწყობის საპირისპირო აქტი იყო.

15 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეგისტრაციაში არ გაეტარებინა ციხანუისკი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად.

ლუკანშენკო, რომელიც ბელარუსს 1994 წლიდან მართავს, მეექვსე ვადით არჩევას ესწრაფვის.

პრეზიდენტობის ვადების რაოდენობის შეზღუდვა ბელარუსმა 2004 წელს გააუქმა.

არ არის ცხადი, ვინ იქნება მისი მეტოქე მომავალ არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG