Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრა აუცილებელია


თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე 20 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი შეხვედრა „ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში“, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასეთი შეხვედრისათვის მზად არიან საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. რაც შეეხება სეპარატისტული დონბასის რესპუბლიკების ლიდერებს, ზელენსკის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ შეხვედრაში მათ მონაწილეობა მიიღონ არა რუსული, არამედ უკრაინული პასპორტებით.

„რაც შეეხება პუტინთან მოლაპარაკებას, საზოგადოება განსხვავებულად აფასებს ზელენსკისა და პუტინის პირდაპირ მოლაპარაკებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის უნდა გაიმართოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG