Accessibility links

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღად 5 ივლისი გამოაცხადა


ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი

ოთხშაბათს ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გამოაცხადა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 5 ივლისს ჩატარდება. მანამდე ორი დღით ადრე ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის პარლამენტმა თავი დაშლილად გამოაცხადა.

სახელმწიფო საარჩევნო კომისია და ხორვატიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი გადაწყვეტენ, როგორ ჩატარდეს კენჭისყრა პანდემიის პირობებში.

კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა გასულ კვირაში თქვა, რომ მისი კოალიციური მთავრობა მხარს უჭერს არჩევნების ჩატარებას დაგეგმილ თარიღზე რამდენიმე თვით ადრე, რათა ქვეყანაში სრულუფლებიანი მთავრობა ჩამოყალიბდეს ეპიდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად.

როგორც ვარაუდობენ, წელს ხორვატიის ეკონომიკა 9,4 პროცენტით შემცირდება პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG