Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებები


რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების და საგადასახადო შეღავათების დაწესებას, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს, ანუ ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამავე საწარმოს მიერ დაფუძნებულ შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებულ საწარმოში წილის 50%-ზე მეტს ფლობს. კანონპროექტში ასახული კიდევ ერთი ცვლილებით, ეს შეღავათები შეეხება ტურიზმის სექტორში დასაქმებულ კომპანიებსაც.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები გამოიწვეს 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას 250 მლნ ლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG