Accessibility links

არაიკ (არა) არუთიუნიანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის ფიცი დადო


არაიკ არუთიუნიანი

არაიკ (არა) არუთიუნიანმა დადო აზერბაიჯანის კუთვნილი, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის ფიცი.

ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც 21 მაისს გაიმართა ქალაქ შუშაში, დაესწრო სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით.

არუთიუნიანმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი იყო, 14 აპრილს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.

სეპარატისტებმა, რომლებსაც სომხეთი უწევდა დახმარებას, მთიანი ყარაბაღი 1988-94 წლების კონფლიქტის შედეგად ჩაიგდეს ხელში და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა და ასეულათასობით იქცა ადგილმონაცვლე პირად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG