Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინზინგერი: ფაქტი, საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია, რომ NATO-ში მივიღოთ


ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების საკითხზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმა“-სთან ინტერვიუში.

„რუსეთი ნეგატიურ როლს თამაშობს არა მხოლოდ გავლენის, არამედ მასობრივი არასტაბილურობის შექმნის კუთხითაც. მათ ეს იციან, რუსეთი ასე იქცევა. რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყნაა, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ, მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია. ისინი გააგრძელებენ პრობლემების შექმნას. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი გუშინ, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად უფრო ჩართული ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო NATO-ში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს“, - თქვა ადამ კინზინგერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG