Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და ერდოანმა იმსჯელეს ლიბიისა და სირიის გარშემო


აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობას.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, სატელეფონო საუბარში ტრამპმა და ერდოანმა იმსჯელეს სირიისა და ლიბიის გარშემო.

თურქეთი მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას, რომელმაც ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებული ლიბიის ნაციონალური არმიის (LNA) წინააღმდეგ.

ლიბიის ნაციონალურმა არმიამ, რომელსაც მეამბოხე გენერალი, ხალიფა ჰაფთარი უდგას სათავეში, 18 მაისს დაკარგა კონტროლი ტრიპოლიდან 140 კილომეტრით დაშორებულ სტრატეგიულ ავიაბაზაზე.

ჰაფთარის არმია განდევნილი იქნა ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი.

ლიბიაში სწორედ ჰაფთარის მხარეზე იბრძვიან, მრავალი ცნობის თანახმად, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG