Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი უარყოფს, რომ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული პირი დააკავეს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული პირი შემოვიდა და მათ დააკავეს. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით კი ძებნილმა პირმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადმოკვეთა, ორჯერვე ქრთამის გადახდით.

"კონფიდენციალური ინფორმაციით, ძებნილი პირი, რომელმაც 6 მაისს საზღვარი გადმოკვეთა, გავლენიან ფიგურად მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციებში და ყველაზე საშიში 10 ტერორისტიდან, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს... იემენის მოქალაქე, "ალქაიდას" ლიდერი და არაერთი სისხლიანი თავდასხმებისთვის ძებნილი, იგივე აბუ მუჰამმედ ალმასრია", - თქვა ფორმულას ჟურნალისტმა ამ ამბის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ისინი საქმეში ჩართული იყვნენ პოლიციელის მხრიდან ქრთამის აღების გამო. უწყებაში ადასტურებენ, რომ ასევე დაკავებულია იემენის მოქალაქე, რომელსაც ქრთამის მიღებასა და ქვეყნის უკანონო კვეთას ედავებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG