Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე რიჟვაძე: აჭარამ დაიბრუნა "მწვანე ზონის" სტატუსი, 30 აპრილის შემდეგ არავინ დაინფიცირებულა


​აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ მკურნალობენ. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო ორმა ინფიცირებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

"ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი", - თქვა რიჟვაძემ.

საქართველოში ყოველდღიურად მცირდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 509 განიკურნა, 12 კი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG