Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ტყვიით მოკლული იპოვეს პარლამენტის დეპუტატი ვალერი დავიდენკო


უკრაინის დედაქალაქში საკუთარ ოფისში მოკლული იპოვეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას დეპუტატი ვალერია დავიდენკო.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება იგი მოკლულია თავში გასროლით.

მოკლულის გვამთან აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც ინცინდენტის დეტალებს იკვლევენ.

2019 წლის ივლისის არჩევნებში თვითწამოყენებული, უპარტიო დავიდენკო მე-9 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს 208-ე, ჩერნიგოვშჩინის ოლქიდან.

იგი იყო სადეპუტატო ჯგუფ „ნდობის“ წევრი. მუშაობდა ეკონომიკური განვითარების საკითხების საპარლამენტო კომიტეტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG