Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს დისტანციური კენჭისყრის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის დისტანციურ კენჭისყრას ყველა დონის არჩევნებზე.

შესაბამისი ფედერალური კანონი გამოქვეყნებულია „სამართლებრივი ინფორმაციის სახელმწიფო სისტემის“ საინტერნეტო პორტალზე.

კანონი ითვალისწინებს ელექტრონული ფოსტისა და ელექტრონული სისტემის გამოყენებას ყველა დონის არჩევნებსა და რეფერენდუმში ხმის მიცემის დროს.

ასევე შესაძლებელია სახელმწიფო მომსახურების პორტალის გამოყენებითამომრჩევლების ხელმოწერების შეგროვება.

აღნიშნული კანონი სახელმწიფო სათათბირომ 13 მაისს, ფედერაციის საბჭომ - 20 მაისს დაამტკიცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG