Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა რამადანის დასრულების აღსანიშნავად


ავღანელმა თალიბებმა 23 მაისს სამი დღით გამოაცხადეს ცეცხლის შეწყვეტა ყურბან-ბაიარამის დღესასწაულის აღსანიშნავად, რითაც ტრადიციულად მთავრდება მუსლიმანური ერთთვიანი მარხვა - რამადანი.

თალიბანის წარმომადგენელი ზაბიჰულა მოჯაჰედი ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში წერს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მოუწოდა ყველა შეიარაღებულ მებრძოლს, რომ „არ აწარმოონ შეტევითი ოპერაცია მტრის წინააღმდეგ“ და იზრუნონ მხოლოდ მათ კონტროლირებად ტერიორიებზე "თანამოქალაქეთა დასაცავად."

ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება 24 მაისიდან.

ავღანელი თალიბები 19 წლის განმავლობაში აგრძელებენ შეიარაღებულ ბრძოლას ავღანეთის მთავრობისა და მისი საერთაშორისო მხარდამჭერების წინააღმდეგ. თებერვლაში აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიმართულია აშშ-ის ისტორიაში ყველზე ხანგრძლივი საომარი ოპერაციის დასრულებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG