Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში ორი გვარის შერიგების მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა


პანკისში, სოფელ საკობიანოში 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილისა და მკვლელობაში ბრალდებული ქავთარაშვილების ოჯახების შერიგება არ შედგა. მუთოშვილებთან მოსალაპარაკებლად მივიდა ხეობის მოსახლეობის ნაწილი, უხუცესები, თბილისიდან ჩასული სპორტსმენები და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, თუმცა ოჯახმა შერიგებაზე უარი თქვა და შარიათის კანონის დამორჩილებისა და სისხლის აღების წესი დატოვა ძალაში. მოკლულის და მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახების შერიგების მცდელობა რამდენიმე თვის წინაც იყო. მაშინ ხეობაში ჩეჩნეთიდან ჩასულ პირებს მასპინძლობდნენ, თუმცა ეს შეხვედრაც შერიგების გარეშე დასრულდა.

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ დაიჭრა სამი ადამიანიც. ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა. მოხდარიდან რამდენიმე დღეში კონფლიქტში მონაწილე ადგილობრივვები, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს. თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილში პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეტს ადგილობრივებმა. ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ ბირკიანში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG