Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის შსს-მ ჯამში 8 ათასამდე ადამიანი დააჯარიმა


31 მარტიდან 22 მაისამდე პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 8 ათასამდე პირი დააჯარიმა. მონაცემები რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით დათვალა.

ფიზიკურ პირებზე ჯამში 7 974 ჯარიმა გამოიწერა, რაც 23 922 000 ლარია. ამავე პერიოდში 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა, რომელთა ჯარიმების საერთო მოცულობა 150 ათასი ლარია.

ყველაზე მეტი ჯარიმა (4 483) კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოიწერა. რაოდენობით შემდეგ ადგილზეა (1 780) ავტომობილის გადაყვანის წესების დარღვევა. შედარებით ნაკლები ადამიანი (1 599) დისტანციის წესის დარღვევისა და 3 კაცზე მეტის შეკრებისთვის დაჯარიმდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა, თუმცა მთავრობამ მოქალაქეებს მკაცრი შეზღუდვები 31 მარტიდან გამოაცხადა. წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, იურიდიული პირი კი 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა.

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია, თუმცა კვლავ რჩება შეზღუდვების ნაწილი. მოქმედი კანონმდებლობით, წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, იურიდიული პირი კი 10 ათასი ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG