Accessibility links

თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის ახალ განცხადებას "დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ მცდელობას" უწოდებს. ცერცვაძე ფიქრობს, რომ საქართველოზე საუბრისას ტოროსიანის კომენტარი მედიაში ინტერპრეტაციებით არ გავრცელებულა და მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

"ჩვენ ადრე უკვე განვაცხადეთ და მოკლედ გავიმეორებ, რომ კომიკურია, როცა ამას ამბობს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა. ანუ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე", - აცხადებს ცერცვაძე.

ის ვრცელ წერილში საქართველოს წარმატებაზე საუბრობს და დასძენს:

"შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ტორისიანის მცდელობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უშედეგოა და მან ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავის განცხადებების დეზავუირება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს".

ცერცვაძის ამ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის კომენტარი. ის აღნიშნავდა, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული თავისი კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა. საუბარია 22 მაისს მედიაში გავრცელებულ ტოროსიანის იმ კომენტარზე, სადაც ის ეჭქვეშ აყენებდა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებს.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG