Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ანტონი: 25 მლნ ერთ კაცზე 59 თეთრია, რას გვაყვედრიან?!


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც საპატრიარქოს დაფინანსებაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, კრიტიკის მიზანი ეკლესიის შეძულებაა.

"ყველაფერში ეძებენ ნეგატივს: ეკლესიას მიწა, 25 მლნ და რო გააბუქონ ეს 25 მლნ, მთელი 17 წლის ნამრავლს ამბობენ, სულ ეკლესიამ აიღო 350 მლნ... მოდი გადავიანგარიშოთ, 3,5 მლნ კაცი ცხოვრობს საქართველოში, 25 მლნ რომ გავყოთ, 3,5 მლნ-ზე 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრი ეკლესიას, რომ ერთი კაცისგან - ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს ქვეყნისთვის? მაშინ, როდესაც ნებისმიერი ტელევიზია, ინსტიტუტი 140 მლნ-ზე მეტს ღებულობს... რას გვაყვედრიან 59 თეთრს?! 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაურიცხოს?! მაგრამ ისე უნდათ რომ წარმოაჩინონ, რომ შეგაზარონ ეკლესია", - თქვა მიტროპოლიტმა.

საქართველოს ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მლნ ლარს იღებს. პარალელურად, ხელისუფლება ეკლესიებს გადასცემს მიწებს. გარდა ამისა, პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო კანონი, რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიებს მათ ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის საკუთრებად ქცევის უფლება მიეცათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG