Accessibility links

დონალდ ტრამპმა გიორგი გახარიას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დმოუკიდებლობის დღის გამო მისალოცი წერილი გაუგზავნა. წერილს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო!
ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს! ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში, ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ".

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გაზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება".

აშშ-ის პრეზიდენტი წერს კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში პარტნიორობის შესახებაც.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო. ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG