Accessibility links

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნაში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს COVID-19-ის მეორე ტალღასთან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 26 მაისს ონლაინ ბრიფინგის დროს და დასძინა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სომხეთში შემოღებული ადმინისტრაციული ზომები.

კერძოდ, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველგან, მათ შორის - ავტომობილებშიც. ამ მიზნით გამკაცრდება საგზაო შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სომხეთში 81 კაცი მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. თვითიზოლაციის პირობების დარღვევა ითვალისწინებს ფულად სასჯელს 100-დან 250 ათას დრამამდე.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის ცნობით, 26 მაისის მდგომარეობით 269 ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 51 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, 15 ავადმყოფი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

მთლიანად სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 7402 შემთხვევა. 3220 პაციენტი განიკურნა. 91 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG