Accessibility links

logo-print logo-print

ორშაბათიდან,1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია და ყველა სახის ბაზრობები


ორშაბათიდან ყველა სახის ღია მაღაზია გაიხსნება, მათ შორის მოლებიც. გაიხსნება ასევე ყველა სახის ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეძლებენ მუშაობის განახლებას. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობის მიერ აპრილის ბოლოს წარმოდგენილი "ეკონომიკის გახსნის" გეგმის დაჩქარება შესაძლებელი გახდა, რადგან კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს წარმოადგინა ახალი კვლევა, რომლის თანახმად, შიდა გავრცელების მასშტაბი მცირეა და რისკი გაცილებით ნაკლებია.

ამასთან, გიორგი გახარიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ კორონავირუსი საბოლოოდ არ დაგვიმარცხებია და ისევ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენის ნორმები და ნიღბები გამოვიყენოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG