Accessibility links

8 ივნისიდან საქართველოში განახლდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა


საქართველოში 8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიმოსვლა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში მარტის ბოლოს შეწყდა ქალაქებს შორის ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მატარებლით მგზავრობა.

დაახლოებით 10 დღით ადრე, 29 მაისიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის თბილისის მეტრო. სავალდებულო იქნება ნიღბების გამოყენება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია იმის საფუძველზე, რომ კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, შიდა გავრცელების მასშტაბი მცირეა და რისკი გაცილებით ნაკლებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG