Accessibility links

ტრამპი სოცმედიის კომპანიებს მკაცრი რეგულაციებით და დახურვით დაემუქრა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს სოციალური მედიის კომპანიებს ახალი რეგულაციებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც გუშინ ტვიტერმა მის მიერ გამოქვეყნებულ ორ ტვიტს დაურთო განმარტება, რომ პრეზიდენტის მიერ ტვიტერით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

ტრამპის თქმით, ტექნოლოგიური გიგანტები „აჩუმებენ კონსერვატიულ ხმებს“. „ჩვენ მკაცრად მოვახდენთ მათ რეგულირებას ან დავხურავთ მათ“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

როგორც Associated Press-ი განმარტავს, პრეზიდენტს არა აქვს სოცქსელების ცალმხრივი წესით რეგულირების ან დახურვის საშუალება, საამისოდ კონგრესის ან კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მოქმედებები იქნებოდა საჭირო.

როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, რეგულირების გაფართოების მოწოდებით ტრამპი დაუპირისპირდა დერეგულაციის ტრადიციულ კონსერვატიულ პრინციპებს.

26 მაისს, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული. ტვიტერის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის ამ მოსაზრების ქვეშ გამოაქვეყნა მითითება, რომელიც ნათელყოფს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება არანაირი საბუთით არ არის გამყარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG