Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას თქმით, ტურისტს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება საქართველოშიც შეეძლება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო ტურისტებს ე.წ. კოვიდპასპორტის ​არსებობის შემთხვევაში მიიღებს, თუმცა მათ შეეძლებათ ქვეყანაში PCR სწრაფი ტესტის ჩატარება. ამის შესახებ მან პარლამენტში თავისი მოხსენების შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შევქმნით PCR ტესტის სწრაფად ჩატარების შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევები იშვიათი იქნება, როცა ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი ჩატარებული არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ჯგუფები შემოვლენ მხოლოდ ამ წესის [კოვიდპასპორტის] შემთხვევაში და მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმროებში... სხვა შემთხვევაში რეპუტაციულად ჩვენი ტურიზმის სფეროს ვაყენებთ ეჭვქვეშ", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოს ტურიზმს უნდა დაემატოს კიდევ ერთი ძლიერი დეტალი - "კოვიდ Free" ზონის სტატუსი.

საქართველო ტურისტებს პირველი ივლისიდან ელოდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, საქართველოში ფრენების სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG