Accessibility links

ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს


ბათუმში რამდენიმე პირი დააკავეს საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა.

აქციას მართავდნენ 5 მაისს ხულოში ხულიგნობის მუხლით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები, ისინი დაკავებულთა უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე მეორე მხარეს ხელისუფლება მფარველობს.

რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაახლოებით ერთი თვის წინ შეუფარდა.

27 მაისს მიმდინარე აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ვინაიდან მათ უდანაშაულოდ მიიჩნევენ. აქციაზე სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG