Accessibility links

თალიბები 28 მაისისთვის პატიმრობაში მყოფი სულ მცირე 100 ჯარისკაცის გათავისუფლებას გეგმავენ


ციხეებიდან გათავისუფლებული ასობით თალიბანი

ავღანეთის მთავრობის მიერ თალიბებისადმი მოწოდების მიუხედავად, რომ გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა, ჯერჯერობით ბრძოლების განახლება არ შეინიშნება. ექსტრემისტების თქმით კი, ისინი გეგმავენ მათ ციხეებში მოთავსებული უფრო მეტი სამთავრობო ჯარისკაცის გათავისუფლებას. ლაპარაკია, სავარაუდოდ, ავღანეთის უსაფრთხოების სისტემის 50-დან 100 წარმომადგენლამდე.

თალიბანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების ფონზე, ქაბულმა საპატიმროებიდან გაათავისუფლა 1000-მდე ექსტრემისტი და მზად არის ჯამში 2000 პატიმრის გათავისუფლებისთვის, თუ თალიბანი დაიცავს ზავის პირობებს.

ავღანეთში 25 მაისს განახლდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი, მას შემდეგ, რაც თალიბანმა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა რამადანის დღესასწაულის დასრულებასთან დაკავშირებით. ამის პასუხად, 25 მაისს, ავღანეთის მთავრობამ 100 თალიბი გაათავისუფლა ქაბულთან ახლომდებარე ბაგრამის საპატიმროდან. 26 მაისს კი ავღანეთის მთავრობამ ციხეებიდან გაათავისუფლა ჯამში 900-ზე მეტი თალიბი პატიმარი.

„იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება, რათა მშვიდად წარიმართოს პატიმართა გათავისუფლების პროცესი და მალე შევძლოთ პირისპირ შეხვედრების დაწყება შიდაავღანური სამშვიდობო პროცესის ფარგლებში“, - განაცხადა 26 მაისს ავღანეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯავიდ ფაისალმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG