Accessibility links

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მას მოქალაქეები ურეკავენ და 400 ლარიან დახმარებას სთხოვენ


დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ბოლო დროს მის პირად ტელეფონზე შედის არაერთი უცნობი პირის ზარი, დახმარების თხოვნით.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მის ნომერს მოქალაქეებს პოლიტიკური ოპონენტები აძლევენ იმისთვის, რათა საზოგადოება გააღიზიანონ და ამაში პოლიტიკური სარგებელი ნახონ:

„კონკრეტული ზარით უკავშირდებიან, მას ეუბნებიან, რომ ეს არის "ქართული ოცნების" ოფისი, აძლევენ ჩემს ნომერს და კიდევ ერთი კომიტეტის თავმჯდომარის და ეუბნებიან, რომ მიმართეთ მათ და თქვენ გეკუთვნით 400 ლარიანი დახმარება და 150 ლარიანი ვაუჩერი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს წარუდგინა ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. სხდომა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება.

სხდომაზე გამოსვლისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ბოლო ზარი ფულადი დახმარების თხოვნით მის ნომერზე 27 მაისის საღამოს ხულოდან განხორციელდა. დეპუტატი აპირებს ნომერი შესაბამის უწყებებს გადასცეს. .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG