Accessibility links

ევროკომისიამ წარმოადგინა ევროპის ეკონომიკის ანტიკირიზისული გეგმის პროექტი


ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა 27 მაისს წარმოადგინა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ევროპის ეკონომიკის აღორძინების გეგმის პროექტი.

ამ გეგმის თანახმად, ბრიუსელი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნეს 750 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც დაემატება უკვე ამოქმედებულ საერთოევროპულ მექანიზმს. ამ თანხიდან 500 მილიარდი ევრო გრანტებზე დაიხარჯება, 260 მილიარდი - კრედიტებზე.

ევროკომისიას განზრახული აქვს, რომ ეს თანხა საფინანსო ბაზრებზე დაიხარჯოს.

გარდა ამ ფონდისა სახელწოდებით „მომავალი თაობების ევროკავშირი“, ევროკომისიამ წარმოადგინა 2021-2027 წლების განახლებული გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობაც 1,1 ტრილიონ ევროს უდრის. მთელი ეს პაკეტი, ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, წარმოადგენს „გადაუდებელ და განსაკუთრებულ საჭიროებას საგანგებო კრიზისის სწრაფი გადაჭრისთვის.“

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა და ბიუჯეტი ევროკავშირის 19 ივნისის სამიტზე იქნება განხილული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG