Accessibility links

წულუკიანი: როდესაც მე მხედავს ბოკერიას ემართება ბნედა


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, დეპუტატ გიგა ბოკერიას.

„მოვისმინე გიგა ბოკერიას სიტყვა ჩემთან დაკავშირებით და ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა. არ არის მისგან უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა. პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას“, - აღნიშნა წულუკიანმა და განმარტა, - „ვითომ გასუფთავებული „ნაციონალები“ ბოკერიას თამადობით, სამწუხაროდ, მიკროფონი არ იყო და არ ისმოდა, როდესაც პრემიერ-მინისტრს საყვედურობდნენ, ბატონი სერგი კაპანაძე და ბატონი ბოკერია ჰყვიროდნენ, ჯარიმები მაღალი, რომ არის იმას კი არ ვაპროტესტებთ, არამედ გაღიზიანებული არიან იმით, როდესაც მე ვახსენებ ილია ჭავჭავაძეს. გაღიზიანებულია და მსაყვედურობს, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მართალი გითხრათ, მე ვერ ვიდარდებ“.

გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანს „პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირს" უწოდა და პრემიერს მის გადაყენება სთხოვა.

კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებების შესახებ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიში მოისმინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG