Accessibility links

პომპეო: ჰონგ-კონგს ვეღარ ექნება აშშ-ის მხრიდან საგანგებო მიდგომის იმედი


მაიკ პომპეო

ჰონგ-კონგს ვეღარ ექნება აშშ-ის მხრიდან ამ რეგიონის მიმართ საგანგებო მიდგომის იმედი, ვინაიდან ის მხარს არ უჭერს ჩინეთისგან ავტონომიის მაღალ ხარისხს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

მან ისაუბრა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ამჟამად განიხილება პეკინის მიერ. ეს დოკუმენტი „უკანასკნელი პუნქტია მოვლენათა წყებაში, რომლებიც ძირს უთხრიან ჰონგ-კონგის ავტონომიას და მის თავისუფლებებს“, აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

პომპეოს თქმით, ოთხშაბათს მან კონგრესს გაუგზავნა შეტყობინება, რომელიც ეხება ჰონგ-კონგისადმი მიდგომას 1997 წლის ივლისამდე და მის შემდეგ, როცა ბრიტანელებმა ამ ტერიტორიის სუვერენიტეტი ჩინეთს გადასცეს.

გასულ წელს კონგრესმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღეს კანონი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, წელიწადში მინიმუმ ერთხელ დაადასტუროს, რომ ბრიტანეთის ყოფილი კოლონია საკმარის დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, რათა გაამართლოს მასთან ვაშინგტონის სავაჭრო ურთიერთობების განსაკუთრებით მომგებიანი პირობები და შეინარჩუნოს მსოფლიოს ერთ-ერთი საფინანსო ცენტრის სტატუსი. ამ კანონის თანახმად, ჰონგ-კონგის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, შესაძლოა დაუწესდეთ სანქციები - მათ შორის ვიზების აკრძალვა და საფინანსო აქტივების გაყინვა.

მანამდე პომპეომ მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ჰონგ-კონგისთვის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახლი კანონის თავს მოხვევა. პომპეოს თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება რეგიონის კანონმდებლობას და არ ითვალისწინებს მისი მოსახლეობის აზრს.

კანონპროექტმა საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა გამოიწვია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG