Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Crew Dragon-ის გაშვება უამინდობის გამო გადაიდო


27 მაისს უამინდობის გამო გადაიდო SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Crew Dragon-ის გაშვება.

ხომალდის სტარტი უნდა განხორციელებულიყო ფლორიდის შტატიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან.

წარმატების შემთხვევაში SpaceX-ი გახდებოდა პირველი კერძო კომპანია, რომელიც ადამიანებს გაგზავნიდა კოსმოსში და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანდა მათ.

ამ სტარტით შეიძლებოდა დაწყებულიყო ახალი ერა კოსმოსის ათვისებაში, რაც შვიდი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს ხელში იყო.

ასტრონავტები ბენკენი და ჰარლი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.

Crew Dragon-ის გაშვება ადგილობრივი დროით 4:33-ზე (თბილისის დროით 28 მაისს, 00:33-ზე) იყო დაგეგმილი.

სტარტის შემდეგი მცდელობა დაგეგმილია 30 მაისისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG