Accessibility links

ირაკლი კობახიძე: თუ საარჩენო სისტემა არ შეიცვალა ოპოზიციას მეტი ზიანი მიადგება, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს


საკონტიტუციო ცვლილებების გზით ახალი საარჩენო სისტემის კენჭისყრასთან დაკავშირების საუბრისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს მხარს არ დაუჭეს, ეს მათვე დააზიანებს რაც შეიძლება ცუდი სულაც არ იყოს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა, თუ ოპოზიცია მხარას არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებეს აქ არის ორი ვარიანტი -ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და დიდი ალბათობით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ ამის დიდი იმედი გავქვს,თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა - ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამ ორმა პარტიამ [ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“] დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად. ჩვენ დიდი იმედი, გვაქვს რომ ეს სისტემა შეიცვლება. თუ არ შეიცვლება კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამ ორ პარტიას იმიტომ, რომ თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი, ახალი სისტემით 120/30-ით, ძველი სისტებით -77/73 -ზე კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ეს ორი პარტია პარლამენტში, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილის თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციისა და საერთაშორისო ფასილიტატორების თანახმად, შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG