Accessibility links

გიორგი გახარია: გეგმა, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობდა, ქვეყანაში კოლაფსს გამოიწვევდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინების შემთხვევაში, ქვეყანაში კოლაფსი შეიქმნებოდა. მან პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ამ შემთხვევაში ვერ გაიცემოდა პენსია, ვერ აიღებდნენ პოლიციელები, ექიმები და მასწავლებლები ხელფასს და ქვეყანაში გაჩერდებოდა მიმდინარე მომსახურებები.

"დღეს ჩვენ გვაქვს მოულოდნელი კრიზისი. თუ ეკონომიკის ვინმეს ოდნავ რამე გაეგებათ, ეს არის მოულოდნელი კრიზისი. თქვენ მეუბნებით, რომ კრიზისი, რომელიც გლობალურია, რომელსაც ეკონომიკა იგრძნობს ორი წლისთავზე, მე დღეს უნდა შევამცირო გადასახადები. ელემენტარული მათემატიკაა, მე ხო არ ვთხოვ ვინმეს უმაღლეს მათემატიკას, ან რომ ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული", - თქვა გახარიამ.

ოპოზიციის შეთავაზებაა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში გადასახადები შემცირდეს და ამით ხალხს ტვირთი შეუმცირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG