Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: COVID-ის 26 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის


ბოლო 24 საათში გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევა COVID-19-ის უკონტროლო და სახიფათო გავრცელებაზე არ მიუთითებს, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სწრაფად და ორგანიზებულად ხდება როგორც ინფიცირებულთა გამოვლენა-მკურნალობა, ასევე კონტაქტების გამოკვლევა და მათი იზოლირება.

„26 ახალი შემთხვევა არ ქმნის პანიკის არავითარ საფუძველს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება. ვიცით თითოეული ინფიცირებულის კონტაქტები, ვახდენთ თითოეულის იზოლირებას სწრაფად, თითოეულის მკურნალობას, ვინც - დადებითია (ტესტირების პასუხის მიხედვით) და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანს უკავშირდება და ახალი ინფიცირებულები ძველების კონტაქტებს წარმოადგენენ. სხვა 8 შემთხვევიდან, 4 - იზოლაციაში მყოფი პირია, ხოლო კიდევ 4 - ე.წ. საბურთალოს კლასტერს წარმოადგენს. ამ კლასტერის ფარგლებში სულ 15 ინფიცირებულია გამოვლენილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პირობებში თეორიულად მოსალოდნელია შემთხვევების მატება, მაგრამ ამ პრობლემასთან გამკლავება უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვით იქნება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG