Accessibility links

ასობით პატიმარი გაათავისუფლეს თალიბებმა და ავღანეთის მთავრობამ მათ გაცვლაზე მორიგების თანახმად


თალიბები მათი გათავისუფლების შემდეგ ცერემონიაზე ჰერათის პროვინციის გუბერნატორის ოფისთან, მაისი, 2020 წელი

ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა კვლავ გაათავისუფლეს პატიმრები, რაც მათ შორის პატიმრების გაცვლის გარშემო მიღწეული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმება წინ უძღვის ოფიციალურ მოლაპარაკებას, რომლის მიზანია 18-წლიანი ომის დასრულება.

პატიმრების გაცვლა ნაწილია აშშ-სა და თალიბებს შორის შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოაწერეს თებერვალში, და რომლის თანახმად, ავღანეთის მთავრობამ უნდა გაუშვას ხუთი ათასი პატიმარი, ხოლო თალიბებმა - ათასი პირი, მთავრობის მომხრეები.

პატიმრების გაცვლა ურთიერთნდობის მოპოვებას ემსახურება ოფიციალური მოლაპარაკების წინ. „მთავრობამ გუშინდელს შემდეგ გაათავისუფლა 710 თალიბი პატიმარი ფულ-ე ჩარხის, ფარუანის და სხვა ციხეებიდან“, განაცხადა ავღანეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯავად ფაიზალმა 30 მაისს. ქაბულის მიერ გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობამ აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების შემდეგ, სულ, მიაღწია 2700-ს.

სუჰაილ შაჰინმა, თალიბანის ყატარის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა, 30 მაისს თქვა, რომ მათ მიერ გათავისუფლებულია ავღანეთის უშიშროების ძალების 73 წარმომადგენელი. სულ, თალიბანმა, შაჰინის თანახმად, 420 პატიმარი გაუშვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG