Accessibility links

კახეთში მცხოვრებ სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა


ორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა კახეთში. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორმა, მარიეტა გონაშვილმა დაადასტურა.

მისი თქმით, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა, ტესტი კი 29 მაისს ჩაუტარდა. გონაშვილი განმარტავს, რომ ის თვითიზოლაციაში იყო.

"მას აქ დაუდასტურდა ინფექცია, თუმცა წყარო აქ არ ყოფილა", - ამბობს ის.

გონაშვილი განმარტავს, რომ მძღოლს დაახლოებით 10-მდე კონტაქტი ჰყავს, მათ შორის არიან: ცოლ-შვილი, მეზობელი და სასწრაფოს ექიმი, რომელიც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გამოიძახა. მათი ტესტირების პასუხები, ხვალ, 31 ივლისს გახდება ცნობილი.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულად კორონავირუსი 783 პირს დაუდასტურდა, მათგან 605 განიკურნა, 12 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG