Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა


მასალა განახლებულია: სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია.

ნიკოლ ფაშინიანი ცოლსა და 3 ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ვაჟი ჯარში მსახურობს და ამ დროისათვის ოჯახთან ერთად არ იმყოფება. სომხეთის პრემიერ-მინისტრს, დღეს, 1 ივნისს დაბადების დღე აქვს.

მას კორონავირუსი ტესტირების შედეგად 31 მაისს დაუდასტურდა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა რადგან „წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცების“ მონახულებას აპირებდა, მანამდე ვირუსზე ტესტირება ჩაიტარა.

„ამის შემდეგ მთელმა ოჯახმა გაიკეთა ტესტი და შედეგები პოზიტიური აღმოჩნდა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, კორონავირუსის სიმპტომები არც მისი ოჯახის წევრებს ჰქონიათ.

მას შემდეგ, რაც სომხეთის მთავრობამ მოსახლეობას ნიღბების ტარება დაავალდებულა, ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოების წინაშე ყოველთვის პირბადით გამოდიოდა, მათ შორის, კორონავირუსთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ბრიფინგებზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები დაავადებებით კი - 50.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG