Accessibility links

logo-print logo-print

ეკატერინე ტიკარაძე: საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი მზადაა გაგრძელდეს შეზღუდვები


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება შეზღუდვების ვადის გაგრძელება, მაგრამ თუ საჭიროება იქნება, პარლამენტი მზადაა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების მისაღებად. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"სამთავრობო კომისიაში, რომელიც მუშაობს კოვიდთან სტრატეგიულ ბრძოლაზე, ჩვენთან ერთად ჩართულები არიან პარლამენტის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, მზად არიან მიიღონ ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს იქნება ეფექტური", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის დღეს, კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა და მთავრობას უფლება მისცა, რიგი საკონსტიტუციო უფლებები 15 ივლისამდე შეეზღუდა. ამ რეგულაციით მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს საკუთრებისა და გადაადგილების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG