Accessibility links

ფაშინიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი მთავრობის შეხვედრაზე გადაედო


ნიკოლ ფაშინიანი ცოლთან, ანა ჰაკობიანთან ერთად

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის ოთხ წევრს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდათ. "სამწუხაროდ, ჩვენი შედეგი პოზიტიურია", - თქვა ფაშინიანმა 1 ივნისს, ფეისბუკის ვიდეოჩართვაში.

ფაშინიანი, რომელსაც 45 წელი 1 ივნისს შეუსრულდა, ცოლსა და სამ ქალიშვილთან ცხოვრობს. მისი ვაჟი ამჟამად ჯარში მსახურობს და ოჯახთან ერთად არ არის. ფაშინიანმა თქვა, რომ სიმპტომები არ აქვს და ტესტი იმის გამო გაიკეთა, რომ სამხედროების მონახულება უნდოდა. თუმცა 31 მაისს ტესტის შედეგი მიიღო და ის პოზიტიური იყო.

"ამის შემდეგ, ტესტი ჩემმა მთელმა ოჯახმა გაიკეთა და ვირუსი მათაც აღმოაჩნდათ", - თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ კორონავირუსის სიმპტომები მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს.

ფაშინიანის თქმით, ის თავის რეზიდენციაში, თვითიზოლაციაშია და მთავრობას იქიდან უხელმძღვანელებს. ის ამბობს, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, გადაედო სამთავრობო შეხვედრაზე "ოფიციანტისგან, რომელმაც წყლით სავსე ჭიქები მოგვიტანა".

სომხეთში 9,400 შემთხვევაა დადასტურებული COVID-19-ის, რესპირატორული დაავადების, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს, დაღუპულია 139 ადამიანი. 3 მილიონი მოსახლის მქონე ქვეყანაში ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ კიდევ 210 შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG