Accessibility links

პუტინმა 1 ივლისს დანიშნა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1 ივლისს დანიშნა კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც, სხვა ასპექტებთან ერთად, მას უფლებას მისცემს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

ეს გადაწყვეტილება პუტინმა გამოაცხადა რეფერენდუმის მომზადებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ თქვა, რომ იდეას მხარს უჭერს და დასძინა, რომ კენჭისყრა ოფიციალურ დღემდე ერთი კვირით ადრე დაიწყება, რათა ხალხმრავალი ჯგუფების თავშეყრა არ მოხდეს.

პამფილოვამ ასევე განაცხადა, რომ ორ ან სამ რეგიონში კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდება, თუმცა რეგიონები არ დაუკონკრეტებია.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტარებმა და საკონსტიტუციო სასამართლომ მარტში დაამტკიცეს.

ის რეფერენდუმზე 22 აპრილს უნდა გაეტანათ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო კენჭისყრა გადაიდო.

პუტინის კრიტიკოსების აზრით, შესწორებების ინიციატივით ის იმ მიზნით გამოვიდა, რომ კიდევ 12 წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება მას შემდეგ, რაც მისი მიმდინარე ვადა 2024 წელს ამოიწურება.

ინიციატივას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა რუსეთის ქალაქებში.

პუტინი, კაგებეს 67 წლის ყოფილი ოფიცერი, რუსეთს უკვე 20 წელიწადზე მეტია მართავს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG