Accessibility links

საქართველოში დააკავეს თურქეთის 9 მოქალაქე


საქართველო-თურქეთის საზღვარი სარფში

ბათუმში დააკავეს თურქეთის 9 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ბათუმში, ორ მისამართზე ჩატარდა.

სუს-ის თანახმად: „დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი“.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG