Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რვა შტატსა და კოლუმბიის ოლქში ტარდება პირველადი არჩევნები


საარჩევნო უბანი ლოს-ანჯელესში, 2020 წ. 3 მარტის პირველადი არჩევნებისას.
საარჩევნო უბანი ლოს-ანჯელესში, 2020 წ. 3 მარტის პირველადი არჩევნებისას.

სამშაბათს აშშ-ის რვა შტატსა და კოლუმბიის ოლქში ტარდება პირველადი არჩევნები, რაც აქამდე ყველაზე დიდი გამოცდაა ხელისუფლების მზადყოფნისა, თავი გაართვას ფოსტით კენჭისყრით შესული ბიულეტენების რაოდენობას და პირადი კენჭისყრისას წარმოქმნილ რისკებს.

პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი არჩევნები გამოცდა იქნება 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუკი მის ჩატარებას საფრთხე არ შეუქმნა კორონავირუსის პანდემიამ.

ოთხმა შტატმა - პენსილვანიამ, ინდიანამ, მერილენდმა და როდ-აილენდმა - წლის დასაწყისში არჩევნები გადადეს პანდემიის გამო.

ყველა შტატმა, რომელთა შორის არიან ასევე აიოვა, მონტანა, ნიუ-მექსიკო და სამხრეთი დაკოტა, მხარი დაუჭირა ან გააფართოვა ფოსტით კენჭისყრა.

პირველადი არჩევნები - პრაიმერისები - ტარდება ფოსტით კენჭისყრის თაობაზე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირების ფონზე. დემოკრატების აზრით, ეს უსაფრთხო საშუალებაა პანდემიის პირობებში, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ფოსტით კენჭისყრა გაყალბების საშუალებას იძლევა. Associated Press-ის ცნობით, რიგმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გაყალბებას არა აქვს კავშირი ფოსტით კენჭისყრასთან.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრაქტიკულად დაასრულა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა. მაგრამ სამშაბათს შვიდ შტატში პირველადი არჩევნები ტარდება ასევე შტატებსა და კონგრესში თანამდებობების დასაკავებლად.

XS
SM
MD
LG