Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვერხოვნა რადის“ დეპუტატთა ნაწილი მინისტრ არსენ ავაკოვის გადაყენებას ითხოვს


უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რისი მიზეზიც გახდა 25 მაისს ქალაქ კაგარლიკის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული ქალების ცემა და გაუპატიურება პოლიციელების მიერ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების ინიციატორია ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „გოლოსი“, მაგრამ, როგორც 2 ივნისს ითქვა, ამ მოთხოვნას უერთდებიან მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებიც.

არსენ ავაკოვი 2014 წლის თებერვალში დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და მან ეს თანამდებობა ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგაც შეინარჩუნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების ფონია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 1 ივნისის ბრძანება ანტიკორუფციული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ. თავისი ბრძანებით ზელენსკიმ საბჭოს შემადგენლობაში, სხვა პოლიტიკური ფიგურების გარდა, არსენ ავაკოვიც შეიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG