Accessibility links

ხალიფა ჰაფტარი დათანხმდა ლიბიაში მოლაპარაკებების განახლებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე


ხალიფა ჰაფტარი

ლიბიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ლიბიის ეროვნული არმიის სარდალი, ხალიფა ჰაფტარი თანახმაა განაახლოს მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ამის შესახებ საუბარია ლიბიაში გაეროს დამხმარე მისიის (UNSMIL) მიერ გავრცელებულ ცნობაში, რომელშიც ნათქვამია, რომ კონტაქტების დამყარებაზე თანახმაა ასევე მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობაც.

საუბარი შეეხება მოლაპარაკებას ფორმატში „ხუთი პლუს ერთ“- თითოეული დაპირისპირებული მხარიდან ხუთი მაღალი რანგის სამხედრო პირის მონაწილეობით.

მანამდე, 21 მაისს, ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სერგეი ლავროვმა და მევლუდ ჩავუშოღლუმ სატალეფონო საუბარი გამართეს სწორედ ხალიფ ჰაფტარის არმიის, „ალ-ვატიას“, ავიაბაზასთან მარცხის შემდეგ.

ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ ლიბიის კრიზისის განმუხტვის მიზნით, რუსეთი და თურქეთი ემხრობიან „მხარეთა აუცილებელი მონაწილეობით პოლიტიკური პროცესის განახლებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და ბერლინის კონფერენციის გადაწყვეტილებათა საფუძველზე“.

ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დაიწყო.

ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები არიან ეს მხარეები არიან გაეროს მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან მართავს ქვეყნის ნაწილს და ქალაქ ტორბუკში დაფუძნებული პარლამენტი და შეიარაღებული მეამბოხეები გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. გენერალ ჰაფტარს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო, ხოლო სარაჯის მთავრობას თურქეთი.

ლიბიაში ხანგრძლივი ზავის მიღწევისა და სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მიმართული საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG