Accessibility links

აშშ-ის პატიმრობიდან გათავისუფლებული ირანელი მეცნიერი სამშობლოში დაბრუნდა


სირიუს ასგარი

ირანელი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში პატიმრობაში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა იმ დროს, როცა ორივე ქვეყანაში უარყოფენ, თითქოს მისი გათავისუფლება პატიმართა გაცვლის ნაწილი ყოფილიყოს.

ირანის ნახევრად ოფიციალური ISNA-ს სააგენტოს ცნობით, სირიუს ასგარი, თეირანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, 3 ივნისს ჩავიდა ირანში.

59 წლის ასგარის 2016 წელს წაუყენეს ბრალი, ოჰაიოში მდებარე, კეიზას დასავლეთ სარეზერვო რაიონის უნივერსიტეტიდან (Case Western Reserve University) კვლევითი პროექტის კომერციული საიდუმლოს მოპარვაში.

ირანელი მეცნიერი, რომელიც ამ ბრალდებას უარყოფდა, ნოემბერში გათავისუფლდა ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო პროკურორის მიერ აღძრული საქმე.

აშშ-მა და ირანმა დეკემბერში განახორციელეს პატიმრების გაცვლა, რომლის შედეგადაც გათავისუფლდნენ ჩინური წარმომავლობის ამერიკელი მკვლევარი სიუ ვანგი და ირანელი მეცნიერი - მასუდ სოლეიმანი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობა, თითქოს სირიუს ასგარის გათავისუფლება პატიმრების გაცვლის ნაწილი ყოფილიყოს. "ასგარი არ არის და არც არასოდეს ყოფილა ირანთან პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილი", - განაცხადა მორგან ორტაგუსმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG