Accessibility links

ევროპის ქალაქებში ათასობით ადამიანი მონაწილეობს რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში


ევროპის ქალაქებში ათასობით ადამიანი მონაწილეობს რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც აშშ-ში, კომენდანტის საათის მიუხედავად, რვა დღის განმავლობაში მიმდინარე მსგავსი აქციების სოლიდარობის ნიშნად იმართება. ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია 25 მაისს მინესოტაში პოლიციის მიერ დაკავებისას უიარაღო შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა.

3 ივნისს საპროტესტო აქცია გაიმართა ლონდონში, სადაც ჰაიდ პარკში დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა.

ჯგუფმა „შავი სიცოცხლე ფასეულია“ დემონსტრანტებს მოუწოდა, წითელი ტანსაცმელი ჩაეცვა ჰაიდ პარკის აქციაზე, „იმის გასაპროტესტებლად, რომ მთელ მსოფლიოში ირღვევა შავკანიანთა უფლებები“.

ლონდონის დემონსტრაციამდე რამდენიმე საათით ადრე პარიზში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომელიც 2016 წელს პოლიციის ოპერაციის შედეგად დაღუპული შავკანიანი მამაკაცის ხსოვნას მიეძღვნა.

ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს დემონსტრაციებში აშშ-ის ათობით ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ რბევისა და ძარცვის შემდეგ ხელისუფლებამ 1 ივნისს კომენდანტის საათი შემოიღო.

როგორც Associated Press-ი იუწყება, გამოსვლების განმავლობაში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ზუსტი რიცხვის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG