Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ქარმა სახლს სახურავი ახადა


ძლიერმა ქარმა გორში ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა. თუნუქის მასალა ქალაქის ცენტრალურ, სტალინის გამზირზე გადმოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა ჩოჩიშვილის ქუჩაზე ხეც მოგლიჯა, რომელიც მანქანას დაეცა.

ამჟამად ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, ავტომობილები პარალელურ ქუჩებზე გადაადგილდებიან.

გორის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კორპუსზე დარჩენილია სახურავის გადახურვის ნაწილი, მის დემონტაჟამდე ქუჩაზე მოძრაობა არ აღდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG