Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირბადის არქონისთვის 50-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული


კანონპროექტით, რომელიც ამ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილება და რომელასაც პარლამენტი მომავალ კვირაში უწყრის კენჭს გათვალიწინეულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა პირბადის არქონისა და კარანტინის წესის დარღვებისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოების თავშეყრისას პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დააჯარიმდება იმ შემთხვევაში თუ ვერ უზრუნველყოფს, შენობაში ფიზიკური პირის პირბადის გარეშე არ შეშვებას.

„პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, შესაბამისად საჯარიმო სანქციებიც არ არის გათვალისწინებული.

"ღია სივრცეებში არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები“,- განაცახადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით ტაქსით მგზავრობის დროს, როგორც მძღოლს ასევე მგზავრს ევალება პირბადის ტარება,„თუ მგზავრს ან მძღოლს არ ეკეთება პიდბადე გათვალისწილებულია 50 -ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა“,- ამბობს ანრი ოჯანაშვილი.

კანონპროექტით გათვასწილებულია ასევე თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ჯარიმები, რომელიც საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეებზეც გავრცელდება.

„საქართვეოლში ჩამოსული პირი ვალდებულია გადავიდეს თვითიოზოლაციასა თუ კარანტინში, თუკი წესები არ იქნება დაცული, თუკი პირი, რომელსაც გადაიყვანენ კარანტინში არ დაემორჩილება ამ წესებს ან წინააღდეგობას გაუწევს, ასეთ მძიმე შემთხვევებში არის გათვალისწინებული 2-ათასლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის არის 10 -ათასლარიანი ჯარიმა, ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემდეგ იწყება სისხლის სამართლებრივიპასუხისმგებლობა“,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მისი განმარტებით ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი არ არსებობს, შესაბამისად, ამ წესის დაცვა სირთულებს არ წარმოადგენს. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, არც პირბადის საფასური იქნება სოციალური ტვირთი. ვინაიდან მისი ფასი "50 თეთრიდან 1 ლარამდეა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG