Accessibility links

ნიკა მელიას თქმით, ენმ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტია თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში კანდიდატს არ დააყენებს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პერიპეტიებს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ეს ვნებათაღელვა მატულობს და მატულობს, ხშირ შემთხვევაში უადგილოდ. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის”, - თქვა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარტია ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - სამგორისა და ისნის რაიონებში.

„„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება“, - დაამატა ნიკა მელიამ.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული საარჩევნო სისტემის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში სულ 30 მაჟორიტარული ოლქი დარჩება, აქედან 8 - თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG