Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მაიკლ პაკი დაამტკიცა აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელად


აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებული კანდიდატი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობას უხელმძღვანელებს.

მიუხედავად დემოკრატების მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა, სენატმა 53 ხმით 38-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი მაიკლ პაკის დანიშვნას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე. ეს უწყება ზედამხედველობს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებას, „ამერიკის ხმას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებს. მათ შორის ზოგი თეთრი სახლის კრიტიკის საგანი გახდა სხვადასხვა დროს.

დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ პაკის დანიშვნას, რომელიც ადრე ტრამპის ყოფილ პოლიტიკურ მრჩეველთან, სტივ ბენონთან თანამშრომლობდა. უკანასკნელ ხანებში ტრამპისა და თეთრი სახლის მხრიდან „ამერიკის ხმის“ კრიტიკამ კიდევ უფრო გააძლიერა დემოკრატების შეშფოთება ამ დანიშვნის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG