Accessibility links

site logo site logo

დააკავეს პირი, რომელიც პანდემიით დაზარალებულთა პროგრამით სარგებლობისთვის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის სამთავრობო პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, კახეთში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა 11 პირის სახელზე დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები. ამ ცნობების მიხედვით, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა 50 ლარის საფასურად.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG