Accessibility links

რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესს შეეხება


დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად კორონავირუსის გამო ახალი რეგულაციები გაჩნდება. მისი თქმით, ჯერ მსგავსი რეკომენდაციები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გაუვრცელებია, თუმცა კვლავ გათვალისწინებული იქნება ზოგადი რეკომენდაციები.

"სასწავლო პროცესში უნდა მონაწილეობდეს ჯანმრთელი (არაინფიცირებული) ბავშვი. სკოლებში, ბაღებსა და სასწავლებლებში არ უნდა იარონ დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა პედაგოგებმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ აქვთ მწვავე რესპირატორული პრობლემები. დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ზოგადი წესები - უნდა იქნეს კარგი პირობები შექმნილი იმისთვის, რომ დაიცვან ხელის ჰიგიენა, სასწავლო ოთახები და სივრცე უნდა განიავდეს", - თქვა მან.

საქართველოში საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე რამდენიმე თვის წინ, მარტში გადავიდა. მას შემდეგ სასწავლო პროცესი მხოლოდ ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG